Accentnews.ge
5 021 ახალი შემთხვევა – თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

5 021 ახალი შემთხვევა – თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

25/08/2021 07:00:41 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი.

დღე –ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 5041 პირი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყანაში ჩატარდა 53 747 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 312, „პისიარ“ ტესტით – 20 435.
  • კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,52%, ბოლო 14 დღის – 10,84%, ბოლო შვიდი დღის – 10,57%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა,
  • აჭარა - 599,
  • იმერეთი - 598,
  • ქვემო ქართლი - 333,
  • შიდა ქართლი - 331,
  • გურია - 111,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 336,
  • კახეთი - 446,
  • მცხეთა-მთიანეთი - 114,
  • სამცხე-ჯავახეთი -90,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762 საიდანაც:

7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 107, აჭარაში - 1 046, იმერეთში - 1 102.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 556 პირი, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 164, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 47, იმერეთში - 26.

3 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 528 - თბილისში, 1 227 - აჭარაში.

47 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 95 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლოაჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინესივრცეებში გადაყვანილია - 25 102 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 317, პირი, აჭარაში - 8 164, იმერეთში - 4 762.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 528 043 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 463 306 პირი გამოჯანმრთელდა, 6 949 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 1 038 292 ადამიანი, დღიურად აცრილია 28 196.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S