Accentnews.ge
მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

25/08/2021 05:27:29 მსოფლიო

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა.

ამჟამად ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ოცზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. 2002 წლიდან მოყოლებული ფინანსურ ორგანიზაციას ავღანეთის განვითარებისთვის 5,3 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი.

15 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. დაჯგუფება ამ დროისთვის ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. მედიის ცნობით, ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგ აღარ გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S