რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში
25/08/2021 05:22:13 საზოგადოება
დღეიდან საქართველოში 2 ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო.
პირველი გადაწყვეტილება კვების ობიექტებს ეხება. კერძოდ, ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობის დროები იზღუდება. მათთთვის მუშაობა 23:00 საათის ნაცვლად, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე.
ამასთან, დღეიდან ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.


