აშშ-ს მოუწოდეს, ავტორიტარული რეჟიმების აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგოდ ერთიანი გადამწყვეტი ფრონტის მობილიზება მოახდინოს
24/08/2021 19:03:11 მსოფლიო
ბელორუსთან საზღვარზე შექმნილი ვითარება და ბელორუსული ოპოზიციის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს სატელეფონო საუბრისას ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და აშშ-ის კონგრესის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა, - იუწყება naviny.by.
ბელორუსის ტერიტორიიდან ლტოლვილთა ნაკადის შედინებას ლანდსბერგისმა უწოდა "ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გამოწვევათაგანი, რომლის წინაშეც დღეს მისი ქვეყანა დგას".
მინისტრმა თანამოსაუბრეს ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ ბელორუსული ოპოზიციის საჯარო მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. «დღეს საერთო ფასეულობები და დემოკრატიული წესრიგი საფრთხის წინაშეა, ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, ავტორიტარული რეჟიმების აგრესიული მოქმედების წინააღმდეგ საერთაშორისო რეაქციისა და გადამწყვეტი ფრონტის მობილიზება მოახდინოს», — აღნიშნა ლანდსბერგისმა.
თავის მხრივ, მენენდესმა განაცხადა, რომ ლიეტუვა "დემოკრატიის ოქროს სტანდარტია და აშშ მას ყოველმხრივ დაუჭერს მხარს". "ლიეტუვას წინაშე მდგომი გამოწვევები წარმოადგენს გამოწვევებს სხვა დემოკრატიებისთვისაც" - დასძინა სენატორმა.


