Accentnews.ge
რას ითვალისწინებს ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი, რომელიც ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის მომზადდა

რას ითვალისწინებს ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი, რომელიც ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის მომზადდა

24/08/2021 16:32:20 საზოგადოება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი მოამზადა.

  • სტიმულირების პაკეტი ითვალისწინებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლება 2021-2022 წლებში: კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული – 50% ფასდაკლება; კომპანიისთვის, რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული – 30% ფასდაკლება;
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის მედია და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული;

გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულ გიდს უსასყიდლო წვდომა ექნება:

  • სახელმწიფო სერვისებზე,
  • მუზეუმებში,
  • დაცულ ტერიტორიებზე
  • საბაგირეობზე.

სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე – ორი თვე, სექტემბერი – ოქტომბერი შესვლა იქნება უფასო;

სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან იანვრის ჩათვლით, ისარგებლებენ უფასო აბონიმენტით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S