Accentnews.ge
წყნეთში მიწის მასა ჩამოიშალა

წყნეთში მიწის მასა ჩამოიშალა

24/08/2021 13:20:17 საზოგადოება

თბილისში, ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ორსართულიანი ობიექტი შენდება. ადგილობრივები მიწის ჩამოშლას სწორედ მშენებლობას უკავშირებენ. მათი განმარტებით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების მტკიცებით კი მშენებლობა ნებართვის საფუძველზე, გეგმის თანახმად მიმდინარეობს, თუმცა სამანქანე ასფალტის ზედაპირი ნაყარ მიწაზე იყო დაგებული, რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე. კვინიკაძის განცხადებით, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის.

მერიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა კანონის სრული დაცვით არის გაცემული, თუმცა მომხდარის გამო მშენებლობა შეჩერდა.

ადგილზე იმყოფებიან თბილისი ენერჯის ბრიგადები. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე არსებული მილები არ დაზიანებულა, თუმცა ამ დროისთვის უსაფრთხოების მიზნით 130-მდე ოჯახს გაზის მიწოდება შეუწყდა და მიწოდება 3-4 საათში აღდგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S