ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
24/08/2021 13:01:34 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1191ლარი ეღირება, ევრო – 3.6609 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2822 ლარი, თურქული ლირა – 0.3699 ლარი.
24 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 3.1180 ლარი ღირდა, ევრო – 3.6543 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2629 ლარი, თურქული ლირა – 0.3684 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 აგვისტოს ამოქმედდება.


