საბერძნეთში აუცრელ მოქალაქეებს ფასიანი კოვიდ–ტესტის გაკეთება მოუწევთ
24/08/2021 12:00:10 მსოფლიო
საბერძნეთში აუცრელ მოქალაქეებს კოვიდტესტს უფასოდ აღარ გაუკეთებენ. როგორც განიმარტა, განკარგულება, რომელიც ძალაში 13 სექტემბრიდან შევა, მთავრობამ ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად მიიღო.
ამასთან, აუცრელ მოქალაქეებს, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, კოვიდტესტის გაკეთებას კვირში ორჯერ დაავალდებულებენ. ფასი 10 ევრო იქნება.
„ეს არის ჩვენი მოვალეობა იმ ხალხის წინაშე, ვინც პანდემიის 18 თვე გამოიარა მაქსიმალური სიფრთხილით, მათ წინაშე ვინც დაკარგა მაღაზიები, მათ წინაშე ვინც სახლიდან არ გადიოდა თავდაცვის მიზნით“, – განაცხადა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
ქვეყანაში მცხოვრები 11 მილიონი ადამიანიდან „კოვი-19“-ის საწინააღმდეგო აცრა 6–მა მილიონმა მოქალაქემ გაიკეთა.


