Accentnews.ge
მედია – აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქაბულში "თალიბანის" ლიდერს შეხვდა

მედია – აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქაბულში "თალიბანის" ლიდერს შეხვდა

24/08/2021 11:42:59 მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბარნსი დღეს ქაბულში საიდუმლოდ შეხვდა "თალიბანის" ფაქტობრივ ლიდერსა მოლა აბდულ ღანი ბარადარს, – იუწყება The Washington Post ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა სავარაუდოდ, ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის საკითხი იყო.

ბერნსის შეხვედრასთან დაკავშირებით აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ.

გუშინ "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.

"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს.

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S