Accentnews.ge
რა შეღავათებით ისარგებლებენ ვაქცინირებული გიდები

რა შეღავათებით ისარგებლებენ ვაქცინირებული გიდები

24/08/2021 10:59:41 საზოგადოება

ვაქცინირებული გიდები სხვადასხვა ობიექტზე უფასოდ შევლენ. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ გიდები დგანან ტურიზმის წინა ხაზზე და მათი წახალისება მნიშვნელოვანია.

"ყველა გიდი, რომელიც ვაქცინის ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, ისეთით როგორიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს სრული ვაქცინაცია ჩატარებული, ისინი ამ ობიექტებზე შევლენ სრულიად უსასყიდლოდ,“- განაცხადა ქვრიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S