Accentnews.ge
რა შემთხვევაში განახლდება სკოლებში სწავლის პროცესი

რა შემთხვევაში განახლდება სკოლებში სწავლის პროცესი

24/08/2021 10:48:13 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში სწავლა განახლდება, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% აიცრება.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, NCDC სწავლის სკოლებში განახლებაზე რეკომენდაციას ვერ გასცემს:

"დღევანდელი სიტუაციით და ამ მაჩვენებლებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს სადღაც 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი ე.წ. დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხევდით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო".

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი. დღე –ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 4777 პირი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 12.53%, ბოლო 14 დღის - 10.93% ხოლო 7 დღის - 10.72%.

ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 10,7%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S