Accentnews.ge
"დღეს კლინიკებში არის 7400 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი და აქედან დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული"

"დღეს კლინიკებში არის 7400 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი და აქედან დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული"

24/08/2021 10:40:08 საზოგადოება

"დღეს კლინიკებში არის 7400 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი და აქედან დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რათა ჟანგბადის მოწოდება სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდეს:

"კლინიკებთან აქტიურად მუშაობს, როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან, აზერბაიჯანი გვეხმარება, თურქეთი გვეხმარება. ასევე, რამდენიმე კლინიკამ ავტონომიური ქარხანა დაიმატა და ამ მიმართულებით სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ. კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და ის ტყუილად იკარგებოდეს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა გადაზღვევა მოხდეს და ერთი წყაროს დაკარგვის შემთხვევაში, დეფიციტი არ შეიქმნას. ბუნებრივია, ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და ძალები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა კლინიკებს ეს პრობლება არ შეექმნათ. იმისთვის, რომ ჟანგბადის მიწოდება უზრუნველყოფილ იქნას, მუშაობის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S