"იმისთვის, რომ პანდემიის მიმდინარეობა შეიცვალოს, დღეში დაახლოებით, 40 000 აცრა უნდა ჩატარდეს"
24/08/2021 10:35:01 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ ვაქცინაციამ პანდემიის მიმდინარეობის პროცესში გარდატეხა შეიტანოს, დღეში დაახლოებით 40 0000 აცრა უნდა ჩატარდეს.
"მიდის მუშაობა, რომ მეტად აქტიური გახდეს ვაქცინაციის პროცესი". - განაცხადა გაბუნიამ.
23 აგვისტოს საქართველოში 30 067 აცრა ჩატარდა.
სულ ამ დროისთვის საქართველოში ჩატარებულია 979 813 აცრა, მათგან 294 365 - ორჯერადად.


