Accentnews.ge
გაბუნია განმარტავს, გასცემს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო არჩევნების გადავადების რეკომენდაციას

გაბუნია განმარტავს, გასცემს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო არჩევნების გადავადების რეკომენდაციას

24/08/2021 10:29:03 საზოგადოება

არჩევნების გადავადების რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გასცემს იმ დაშვებით, რომ უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი წესები საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას იძლევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მთავარია, რომ ისევ აღსრულების პრინციპი იყოს დაცული. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა სუბიექტი, რომელიც ემზადება არჩევნებისთვის, დაიცავს დაწესებულ მოთხოვნებს. ვმუშაობთ ცესკოსთან, რათა დავეხმაროთ მათ სწრაფ ვაქცინაციაში და ასევე ამოქმედებულია ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმი. ვაქცინაციისა და ტესტირების პირობებში ნებისმიერი აქტივობისგან გაცილებით ნაკლები რისკია მოსალოდნელი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არჩევნების გადადებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S