Accentnews.ge
ღიბრაძე განმარტავს, განიხილეს თუ არა არჩევნების გადადების საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე

ღიბრაძე განმარტავს, განიხილეს თუ არა არჩევნების გადადების საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე

24/08/2021 10:20:13 საზოგადოება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხი არ განხილულა.

"მომავალში რა მსჯელობა იქნება ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ, თუმცა აღნიშნულ ეტაპზე მსგავსი საკითხი არ განხილულა. ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება დაგეგმილი ისე, რომ მომავალმა არჩევნებმა უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს“, - განაცხადა ღიბრაძემ.

ცნობისთვის: სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არჩევნების გადადებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S