Accentnews.ge
ბრიტანეთი ვარაუდობს, რომ აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს 31 აგვისტოს შემდეგ აღარ გააგრძელებს

ბრიტანეთი ვარაუდობს, რომ აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს 31 აგვისტოს შემდეგ აღარ გააგრძელებს

24/08/2021 09:42:19 მსოფლიო

ბრიტანეთი ვარაუდობს, რომ ავღანეთიდან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგ აღარ გაგრძელდება.

"ნაკლებად სავარაუდოა, აშშ–მა ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გააგრძელოს",– განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა G7– ის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე.

გუშინ "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.

"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს.

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S