Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს პასუხობს

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს პასუხობს

24/08/2021 08:31:27 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა 19 აპრილის ხელშეკრულებაში ასახული რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგული რჩება.

"კიდევ ერთხელ დარწმუნებით მინდა, ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომ საქართველო ერთგული რჩება 19 აპრილის ხელშეკრულებაში ასახული რეფორმების დღის წესრიგისადმი. ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ მუშაობა დანარჩენ მნიშვნელოვან რეფორმებზეც", – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს კიევში არაფორმალურ გარემოში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა სოცალურ ქსელში დაწერა, რომ ღარიბაშვილთან ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადასა და შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან ლაპარაკისას ხაზი გავუსვი: რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით", - წერს მიშელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S