Accentnews.ge
ზესტაფონში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრაა შესაძლებელი

ზესტაფონში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრაა შესაძლებელი

24/08/2021 08:22:12 საზოგადოება

ქუთაისის შემდეგ, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნა. მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო და მოქალაეებს საშუალება აქვთ, რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 500-მდე ადამიანის აცრას უზრუნველყოფენ. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი. დღე –ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 4777 პირი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S