Accentnews.ge
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმებს შესაბამისად, 17,48 მლრდ  და 900 მლნ დოლარი გამოუყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმებს შესაბამისად, 17,48 მლრდ და 900 მლნ დოლარი გამოუყო

24/08/2021 08:06:37 ეკონომიკა

რუსეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხის სპეციალური უფლების (SDR) დამატებითი ემისიის შედეგად 17,48 მლრდ დოლარის ექვივალენტური თანხა მიიღო. დოპემისიის თვის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება 23 აგვისტოს შევიდა ძალაში.

ბელორუსმა ამავე გზით ფონდისგან 900 მლნ დოლარზე მეტი მიიღო. შედეგად ლუკაშენკოს რეჟიმის ოქროსავალუტო რეზერვები 12%-ით გაიზარდა (1 აგვისტოს მდგომარეობით, ისინი 7,4 მლრდ დოლარს შეადგენდა).

გასულ კვირას ბელორუსული ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ აღმასრულებელ დირექტორსა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრს წერილით მიმართა და მოუწოდა, აეკრძალათ ლუკაშენკოს რეჟიმისთვის SDR-ის სახსრებთან წვდომა, სანამ ბელორუსში თავისუფალი არჩვენები არ ჩატარდებოდა. ტიხანოვსკაიამ გააფრთხილა ადრესატები, რომ ფონდის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრები შესაძლოა, რეპრესიებს მოჰხმარებოდა. როგორც ოპოზიციონერი ლიდერის ოფისში აღნიშნავენ, ტიხანოვსკაიამ აშშ-ში ამასწინანდელი ვიზიტის დროს ბელორუსისთვის სახსრების გამოყოფის ბლოკირების საკითხზეც იმსჯელა, რის შემდეგაც დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხსენებული მოთხოვნით წერილითაც მიმართა.

თუმცა საბოლოოდ ბელორუსი ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც არალეგიტიმური რეჟიმები მართავენ და რომლებსაც, შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ აფინანსებთ. ასეთად მხოლოდ ვენესუელა, მიანმა და ავღანეთი იქნენ მიჩნეული.

  • კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის აღორძინებაზე მიმართული დოპემისიის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 650 მლრდ დოლარის SDR გამოუშვა, რომლებიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის გადანაწილდა.
  • დაახლოებით 275 მლრდ განვითარებადი ქვეყნებისკენ მიიმართა. ყველაზე მეტი კი ფონდის უმსხვილესმა დონორებმა – აშშ-მა (113 მლრდ), იაპონიამ (42 მლრდ) და ჩინეთმა (41 მლრდ) მიიღეს.
  • წინა ჯერზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა SDR-ის დოპემისია 2009 წელს ჩაატარა. მაშინ ფულადი სახსრები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე მიიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S