Accentnews.ge
დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

24/08/2021 07:20:47 საზოგადოება

თბილისში, დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ჰოსპიტალში მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტები იმყოფებიან.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისში სამი საველე ჰოსპიტალია. საველე ჰოსპიტლები შესაძლოა, აჭარაში, იმერეთსა და კახეთშიც მოაწყონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S