5 924 ახალი შემთხვევა – თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
24/08/2021 07:02:42 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი.
დღე –ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 4777 პირი გამოჯანმრთელდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა,
- აჭარა - 629,
- იმერეთი - 803,
- ქვემო ქართლი - 376,
- შიდა ქართლი - 381,
- გურია - 157,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412,
- კახეთი - 537,
- მცხეთა-მთიანეთი - 165,
- სამცხე-ჯავახეთი -77,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 112.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 568 პირი, მათ შორის, თბილისში - 631, აჭარაში - 166, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 43, იმერეთში - 24.
3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 545 - თბილისში, 1 244 - აჭარაში.
47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 116 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 114, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 101 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 30 012 პირი, აჭარაში - 8 246, იმერეთში - 4 553.


