Accentnews.ge
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

24/08/2021 06:49:48 საზოგადოება, რეკლამა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S