Accentnews.ge
4 000-მდე ავღანელს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობდნენ, დროებით ესპანეთი შეიფარებს

4 000-მდე ავღანელს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობდნენ, დროებით ესპანეთი შეიფარებს

23/08/2021 19:11:36 მსოფლიო

ესპანეთი კადისსა და სევილიაში მდებარე ორი სამხედრო ბაზაზე, რომლებსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები იყენებენ, 4 000-მდე ავღანელს განათავსებს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობდნენ.

„როიტერის“ წყაროს ცნობით, მადრიდსა და ვაშინგტონს შორის 23 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით, ავღანელები ესპანეთში ორი კვირით დარჩენას შეძლებენ.

მადრიდის მახლობლად მდებარე ტორეხონ დე არდოზის ბაზაზე დღეს ჩაიყვანეს 250 ავღანელი ლტოლვილი და მათი ოჯახები. აღნიშნულ ბაზაზე განათავსებენ იმ ავღანელ ლტოლვილებს და მათ ოჯახებს, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობდნენ. მოგვიანებით მათ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადაიყვანენ.

გასული კვირის შემდეგ ესპანეთში 800-ზე მეტი ავღანელი ლტოლვილი ჩაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S