Accentnews.ge
ბექაურს 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი აჩუქეს

ბექაურს 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი აჩუქეს

23/08/2021 17:22:09 საზოგადოება

დუშეთის მერიამ ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს რეგიონის სახელით 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი აჩუქა.

გუდამაყრის რწმუნებულის მალხაზ წიკლაურის თქმით, ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ბექაურის სახელობის იქნება.

დუშეთის მერიის ცნობით, მას და მის მწვრთნელს, მოსახლეობასთან ერთად, გოდერძი ჩოხელის მუზეუმში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ბექაურმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორმა ლევან შერმადინმა უმასპინძლეს.

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქრო 28 ივლისს ტოკიოში მოიგო. ის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ ბექაურს სახელმწიფოსგან 1 მილიონი ლარი გადაეცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S