ათენის მახლობლად მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
23/08/2021 15:55:26 მსოფლიო
ტყის ხანძრის გამო ათენის მახლობლად მდებარე ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა,– იუწყება „როიტერი“.
ევაკუირებულია საბერძნეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფლები – ვილია და პროფიტის ილიასი.
ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 85 მეხანძრე, 13 ვერტმფრენი და 13 თვითმფრინავი მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ათენთან, აღნიშნულ რაიონში გასულ კვირას 9 ჰექტარზე მეტი ფართობის ფიჭვის ტყე დაიწვა.
აგვისტოს დასაწყისიდან საბერძნეთში ხანძრის 500 მეტი კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.


