Accentnews.ge
ბრიტანეთი "თალიბანის" გაფრთხილების შემდეგ: "ევაკუაცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე იქნება უსაფრთხო"

ბრიტანეთი "თალიბანის" გაფრთხილების შემდეგ: "ევაკუაცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე იქნება უსაფრთხო"

23/08/2021 14:12:50 მსოფლიო

ბრიტანეთი აცხადებს, რომ ავღანეთიდან მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ამ პროცესის უსაფრთხოდ განხორციელებას შეძლებენ.

"ევაკუაცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე იქნება უსაფრთხო", – განაცხადა პრემიერ–მინისტრის პრეს–სპიკერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს ხვალისთვის დაგეგმილ "დიდი შვიდიანის" შეხვედრაზე განიხილავენ.

"თალიბანი" აშშ–ს აფრთხილებს, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.

"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, დღეს არსებული გეგმით ევაკუაცია 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოპერაციის ვადა გახანგრძლივდეს.

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S