Accentnews.ge
Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიენიჭა

Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიენიჭა

23/08/2021 13:56:37 საზოგადოება

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

ცნობისთვის: Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო. ვაქცინას აქამდე გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ჰქონდა

"FDA-ის მიერ ვაქცინის სრულად დამტკიცება არის ერთ-ერთი ეტაპია, რასაც მივაღწიეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კორონავირუსის პანდემიასთან. ფაიზერმა და სხვა ვაქცინებმა დააკმაყოფილეს აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციის გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო მკაცრი და სამეცნიერო სტანდარტები. ამასთან, ფაიზერი პირველია, რომელსაც სრული ავტორიზაცია მიენიჭა.

​საზოგადოებას შეუძლია სრულად დარწმუნებული იყოს, რომ ეს ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და წარმოების იმ უმაღლეს სტანდარტებს, რომელსაც FDA პროდუქტის დამტკიცებამდე აყენებს". - განაცხადა FDA-ის კომისარმა, დოქტორმა ჯენეტ ვუდკოკმა.

ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით ვაქცინის ექსპერიმენტულობაზე საუბარი დასრულებულია.

"აიცერით და გადარჩით კოვიდით სიკვდილს და ინვალიდიზაციას.

აცრასთან ერთად არ დაგავიწყდეთ პრევენციის მარტივი წესები, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა. ოთხივე კომპონენტი ერთად სიცოცხლის გარანტიაა ამ ურთულეს პერიოდში“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზურაბ გურული კი აღნიშნავს, რომ "მსგავსი მასშტაბის კლინიკური დასაბუთება აქამდე არცერთ წამალს არ ღირსებია".

Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S