"თალიბანი" პანჯშირის ალყაში მოქცევის თაობაზე იუწყება, პროვინციაში გამაგრებული თალიბების მოწინააღმდეგეები კი – ბრძოლისთვის მზაობაზე
23/08/2021 13:38:43 მსოფლიო
პანჯშირის პროვინციაში მყოფი “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი” (NRF) აცხადებს, რომ იგი "თალიბანთან" ბრძოლისთვის მზად არის.
"ჩვენი ათასობით მებრძოლი თალიბებთან ბრძოლისთვის მზადაა. თუმცა, პირველ რიგში, გვსურს "თალიბანთან" მშვიდობიანი მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. თუ ეს არ გამოვა, ჩვენ არ ვაპირებთ, აგრესიული ქმედებები უპასუხოდ დავტოვოთ", – განაცხადა NRF–ის წარმომადგენელმა ალი ნაზარიმ.
მანამდე „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თალიბებმა პანჯშირის პროვინციაში ალყაში მოაქციეს წინააღმდეგობის ძალები და მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ პანჯშირი ქაბულიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი ვერც საბჭოთა კავშირმა დაიკავა 1980-იან წლებში და ვერც "თალიბანმა" 1990-იანებში (ხელისუფლებაში პირველად მოსვლისას).
პროვინცია ამჟამად NRF აკონტროლებს. იგი NRF–ის გმირის აჰმად შაჰ მასუდის ვაჟმა აჰმად მასუდმა დააარსა. “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის" მიზანი ქვეყანაში მმართველობის დეცენტრალიზაციაა.


