Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირებულ ორსულებთან დაკავშირებით პროტოკოლს ახალი რეკომენდაციები ემატება

კოვიდ–ინფიცირებულ ორსულებთან დაკავშირებით პროტოკოლს ახალი რეკომენდაციები ემატება

23/08/2021 13:32:47 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებთან დაკავშირებით პროტოკოლს ახალი რეკომენდაციები დაემატება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ორსულების მართვა. ჩვენ მუშაობა დავიწყეთ გაერო–ს მოსახლეობის ფონდთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ ორსულებისთვის პროტოკოლი განახლდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდოეთის გამოცდილებით გამოსცა ახალი რეკომენდაციები, რომელზედაც კვირის ბოლომდე დასრულდება მუშაობა.

ონლაინ კლინიკა სპეციალურად ორსულებისთვის დაიწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ორსულს ჰქონდეს კიდევ უფრო მეტად სპეციალიზებული დახმარების მიღების საშუალებები.

არ არის იმის საფუძველი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს რომელიმე პროტოკოლში. კლინიკური პროტოკოლი, რაც იყო იგივე დარჩება. ორსულებთან მიმართებაში კიდევ დაემატება რეკომენდაციები იმ პროტოკოლს, რომელიც გვაქვს. უფრო განახლებული რეკომენდაციები, რადგან „დელტა“ შტამს განსხვავებული მიდგომა სჭირდება“,- აღნიშნავს გაბუნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S