Accentnews.ge
"უკრაინა არასდროს იქნება მარტო, ყირიმი უკრაინაა"

"უკრაინა არასდროს იქნება მარტო, ყირიმი უკრაინაა"

23/08/2021 11:00:22 მსოფლიო

"ყირიმი უკრაინაა", – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას:

"ამგვარი არალეგალური ქმედებები ძვირი ჯდება და მომავალშიც ძვირი დაჯდება. [...] უკანონო ანექსია, ყირიმში და მის გარშემო შექმნილი სიტუაცია უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში მოწინავე ადგილას. სწორედ ამიტომ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმას აქვს ჩვენი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს, მსურს, გითხრათ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე. გვსურს, დავადასტუროთ, რომ უკრაინა არასდროს იქნება მარტო და რომ ყირიმი უკრაინაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის: კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S