საქართველოში მოქალაქეთა ნაწილს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრიან
23/08/2021 09:49:57 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც კონიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრება.
„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ–ჯერობით არ მიმდინარეობს“,- განაცხადა ტიკარაძემ.


