Accentnews.ge
ტიკარაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი

ტიკარაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი

23/08/2021 09:10:58 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების მთავარ პირობად პედაგოგთა მასიურ ვაქცინაციას მიიჩნევს. მისი თქით, იმისთვის, რომ სკოლები უსაფრთხოდ ჩაითვალოს, პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა აიცრას.

„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა შეძლონ უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S