აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კალიფორნიის ორი უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით საბავშვო კარუსელი "აიწონა-დაიწონა" გაკეთდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პროექტი არქიტექტურის პროფესორის, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტიდან, რონალდ რაელისა და სან-ხოსეს უნივერსიტეტის ინიციატივით გაკეთდა.
პროექტის განხორციელების იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა. 2009 წელს უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს საზღვრის მკვეთი საქანელის კონცეფცია წიგნისთვის "საზღვარი როგორც არქიტექტურა". 10 წლის შემდეგ კოცენპტუალური მხატვრობა რეალობად იქცა.