ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა: "ევროპა ავღანელ მიგრანტებს არ მიიღებს, 2015 წლის შეცდომების განმეორებას არ დავუშვებთ"
23/08/2021 08:24:07 მსოფლიო
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა სლოვენია, აცხადებს, რომ ევროპა ავღანეთიდან მიგრანტთა ნაკადის მიღებას არ დაუშვებს. ევროპაში შიშობენ, რომ განმეორდება 2015 წლის კრიზისი, როდესაც მილიონამდე ადამიანმა, რომლებიც ავღანეთიდან ომსა და სიღარიბეს გაურბოდნენ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შეაღწიეს.
"დღეს ევროკავშირი ავღანეთისთვის ევროპულ „ჰუმანიტარულ“ დერეფნებს არ გახსნის. ჩვენ არ დავუშვებთ 2015 წლის სტრატეგიული შეცდომების განმეორებას“, - განაცხადა სლოვენიის პრემიერ–მინიტრმა იანეზ იანშამ.
ცნობისთვის: მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ავღანელების ნაწილი ქვეყნის დატოვებას ყველა შესაძლო გზით ცდილობს.


