ტიკარაძე საქართველოში ორივე დოზით ვაქცინირებული პაციენტის გარდაცვალებას ადასტურებს
23/08/2021 07:54:54 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში ორივე დოზით ვაქცინირებული პაციენტის გარდაცვალებას ადასტურებს.
“მსგავსი შემთხვევა [ორჯერ აცრილის გარდაცვალება] არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%. ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებიდან”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის: სავარაუდოდ, საუბარია მწერალ ვაჟა შაქარაშვილზე, რომელიც “გორმედში” მკურნალობდა.
ვაჟა შაქარაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირების შესახებ და დაწერა ისიც, რომ “სინოვაკით” იყო აცრილი.


