Accentnews.ge
თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

23/08/2021 07:50:47 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მობილიზებულია 200-მდე საწოლი, პაციენტების მიღება კი გუშინ დაიწყო.

"დედაქალაქში მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა გაიმართა ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც 200 საწოლია მობილიზებული. გუშინ უკვე დაიწყო პაციენტების მიღება და დაახლოებით, 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით", - განაცხადა ტიკარაძემ.

პირველი საველე ჰოსპიტალი დიღომში მოეწყო, სადაც 500-მდე საწოლია მობილიზებული. საველე ჰოსპიტალი გაიშალა სამგორშიც, თუმცა ის ჯერ არ ამოქმედებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S