ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: „ფაიზერის“ მესამე დოზა დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს"
23/08/2021 07:50:36 მსოფლიო
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ფაიზერის“ მესამე დოზამ ვირუსისგან და მძიმე დაავადებისგან დაცვა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
მისივე ცნობით, მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ვაქცინირებული პირები 4-ჯერ უფრო დაცულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციასა და მძიმე დაავადების განვითარებას, აღნიშნული კატეგორიის პირები ვაქცინის მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ 5-6-ჯერ უფრო დაცულები აღმოჩნდნენ.
ისრაელმა 60 წელიწადს გადაცილებული პირების მესამე დოზით აცრა 30 ივლისიდან დაიწყო. გასულ კვირაში კი ეს ასაკობრივი ზღვარი 40 წლამდე შემაცირა. ამასთან, მესამე დოზით ვაქცინირების საშუალება მიეცათ ორსულებს, მასწავლებლებსა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებს. მესამე დოზა მოქალაქეებს მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის გასვლის შემდეგ უკეთდებათ.


