Accentnews.ge
ქუთაისში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრაა შესაძლებელი

ქუთაისში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრაა შესაძლებელი

23/08/2021 07:40:32 საზოგადოება

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრაა შესაძლებელი.

საუნივერსიტეტო სივრცეში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 1 500-მდე ადამიანის აცრას უზრუნველყოფენ. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

უახლოეს დღეებში, რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნება.

ვაქცინაციის ცენტრები, სადაც ამ დროისთვის წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრაა შესაძლებელი:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00 საათამდე;
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00 საათამდე შესვენების გარეშე;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკით“, „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე შესვენების გარეშე;
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ასტრაზენეკათი“, „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30 საათამდე;
  • სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი“ (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია „სინოფარმის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00 სთ.
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერის“ ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 517 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 453 488 პირი გამოჯანმრთელდა, 6 831 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 979 813 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S