ქაბულის აეროპორტთან სროლას, რომელშიც, მათ შორის ამერიკელი და გერმანელი სამხედროები იყვნენ ჩართულნი, მსხვერპლი მოჰყვა
23/08/2021 07:22:10 მსოფლიო
ქაბულის აეროპორტის მთავარ შესასვლელთან დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა და ავღანეთის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს, – აცხადებენ გერმანიის შეიარაღებული ძალებში.
მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად ავღანეთის დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, სამი დაშავდა.
როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, ინციდენტში აშშ-ისა და გერმანიის ძალებიც ჩაერთვნენ.
ქაბულის აეროპორტი ქაოსის კერად მას შემდეგ იქცა, რაც „თალიბანმა“ 15 აგვისტოს ქაბული აიღო და საერთაშორისო ძალებმა მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაცია დაიწყეს. 15 აგვისტოდან დღემდე აეროპორტში და მის შემოგარენში სროლებისა და სხვა ინციდენტების შედეგად, სულ მცირე, 20 ავღანელია დაღუპული.


