რუხის კლინიკაში 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა
23/08/2021 06:38:21 საზოგადოება
რუხის საავადმყოფოში 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, გალის ოკუპირებული რაიონის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 26 ივლისს შეიყვანეს და მისი მდგომარეობა იმთავითვე მძიმე იყო.
არსებული ინფორმაციით, პაციენტს ქრონიკული თანხმლები დაავადებები ჰქონდა.


