Accentnews.ge
„თალიბანში“ აცხადებენ, რომ პანჯშირის ხეობაში მებრძოლები გააგზავნეს

„თალიბანში“ აცხადებენ, რომ პანჯშირის ხეობაში მებრძოლები გააგზავნეს

22/08/2021 20:13:49 მსოფლიო

მოძრაობა „თალიბანში“ აცხადებენ, რომ პანჯშირის ხეობაში მებრძოლები გააგზავნეს. ტელეკომპანია „ეიბისის“ ცნობით, თალიბები აცხადებენ, რომ პანჯშირის ხეობაში ასობით მებრძოლი მას შემდეგ გააგზავნეს, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა ხეობის „ავღანეთის ისლამური საამიროს“ მმართველობაში ნებაყოფლობით გადაცემაზე.

მანამდე პანჯშირში გამაგრებულ მეამბოხეთა ლიდერმა, აჰმად მასუდმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ავღანეთში სამოქალაქო ომი არ სურს, თუმცა მხარს უჭერს ტოლერანტულ ღირებულებებს. მასუდმა მოუწოდა თალიბებს, მოლაპარაკებები გამართონ მეამბოხეებთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S