"აშშ ავღანეთიდან, მათ შორის საფრთხის ქვეშ მყოფ ავღანელ ქალებსა და ჟურნალისტებს გამოიყვანს"
20/08/2021 19:50:33 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები ავღანეთიდან, მათ შორის საფრთხის ქვეშ მყოფ ავღანელ ქალებსა და ჟურნალისტებს გამოიყვანს.
"ქაბულის აეროპორტში მიმდინარე ევაკუაცია ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და რთულია. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ქვეყნიდან დიდი მანძილით დაშორებული ადგილიდან მსგავსი რაოდენობის ხალხის გამოყვანა შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატებია. ივლისის შემდეგ დღემდე ამერიკის მიერ 18 000 ადამიანია ევაკუირებული. ევაკუირებულთა შორის არიან ამერიკის მოქალაქეები, მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირები, სპეციალური საემიგრაციო ვიზის მქონე პირები და ავღანელები, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობდნენ. აშშ ვალდებულებას იღებს, რომ ავღანეთიდან გამოიყვანს ამ ხალხს, მათ შორის საფრთხის ქვეშ მყოფ ავღანელ ქალებსა და ჟურნალისტებს", – განაცხადა ბაიდენმა.


