Accentnews.ge
ნატო ავღანეთის ხელისუფლების მხარდაჭერას წყვეტს და აცხადებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

ნატო ავღანეთის ხელისუფლების მხარდაჭერას წყვეტს და აცხადებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

20/08/2021 18:45:40 მსოფლიო

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელ მხარეს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ალიანსი "თალიბანს" მოუწოდებს, ქვეყნის დატოვების მსურველებს ხელი არ შეუშალოს.

"ამ ეტაპზე ნატო–ს წევრი სახელმწიფოების უმთავრესი მიზანი ავღანეთში მყოფი მათი წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მოქალაქეების, ასევე რისკის ქვეშ მყოფი ავღანეთის მოქალაქეების, განსაკუთრებით მათი, ვინც ჩვენს ძალებს ეხმარებოდა, უსაფრთხო ევაკუაციაა [...] ამასთან, ავღანეთის ყველა მხარეს, ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების რეალური ჩართულობით, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნისკენ მოვუწოდებთ. არსებული ვითარების გათვალისწინებით ნატო-მ ავღანეთის ხელისუფლების მხარდაჭერა შეწყვიტა. ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა დაიცვას ავღანეთის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები, ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების უფლებები და კანონის უზენაესობა, უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა და უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქცეს ტერორისტების თავშესაფრად", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ არ მოითმენენ ტერორისტების მხრიდან მათი მისამართით მუქარას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S