Accentnews.ge
პუტინი: "ავღანეთისთვის უცხო ფასეულობების თავს მოხვევის მცდელობები კონტრპროდუქტიულია"

პუტინი: "ავღანეთისთვის უცხო ფასეულობების თავს მოხვევის მცდელობები კონტრპროდუქტიულია"

20/08/2021 15:58:25 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ავღანეთისთვის «სახელმწიფო მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მისთვის უჩვეულო ფორმების თავს მოხვევის კონტრპროდუქტიულობაზე» საუბრობს.

"უნდა შეწყდეს ფასეულობათა გარედან თავს მოხვევის უპასუხისმგებლო პოლიტიკა, სწრაფვა, სხვა ქვეყნებში დემოკრატია უცხო ყაიდით – ისტორიული, რელიგიური, ეროვნული თავისებურებების გაუთვალისწინებლად აშენონ. ჩვენ ავღანეთი ვიცით, თანაც კარგად, დავრწმუნდით იმაში, როგორაა ეს ქვეყანა მოწყობილი და რამდენად კონტრპროდუქტიულია ავღანეთისთვის სახელმწიფო მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მისთვის უჩვეულო ფორმების თავს მოხვევის მცდელობები", - განაცხადა პუტინმა კრემლში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე.

"ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია წარმატებულად ვერ შეფასდება", - თვლის პუტინი.

"რაც შეეხება ავღანეთის ოპერაციას, წარმატებულსმას, ცხადია, ვერ ვუწოდებთ, თუმცა ჩვენს ინტერესებში არაა, ერთ ადგილზე დავიწყოთ ბოლთის ცემა და ამ ოპერაციაზე, როგორც რაღაც კრახზე ვისაუბროთ. ჩვენ დაინტერესებულები ვიყავით იმით, რომ ქვეყანაში ვითარება სტაბილური ყოფილიყო. სადღეისოდ ის ისეთია, როგორიც არის. ვფიქრობ, ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ნელ-ნელა აცნობიერებს, რა ვთქვი შესავალში, კერძოდ, იმას, რომ დაუშვებელია სხვა ქვეყნებისა და ხალხებისთვის პოლიტიკური ცხოვრებისა და ქცევის სტანდარტების გარედან თავს მოხვევა, განურჩევლად მოსახლეობის ეთნიკური, რელიგიური შემადგენლობისა და ისტორიული ტრადიციების თავისებურებებისა", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, “რუსეთმა, აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად და ავღანეთში ვითარების ნორმალიზებისთვის”.

"ვფიქრობ, ამაშია ავღანეთის გაკვეთილი, ჩვენ კი სხვა პარტნიორებთან, ასევე აშშ-სთან და ევროპულ ქვეყნებთან ერთად [...] ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად, ამ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებისთვის და მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად", - დასძინა პუტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S