Accentnews.ge
ესპანეთმა რუსეთის სამხედრო გემები პორტში არ შეუშვა

ესპანეთმა რუსეთის სამხედრო გემები პორტში არ შეუშვა

20/08/2021 15:13:40 მსოფლიო

ესპანეთმა რუსეთის სამხედრო გემები პორტ სეუტაში არ შეუშვა. რუსმა მეზღვაურებმა რამდენიმე კვირის წინ გაგზავნეს სპეციალური განაცხადი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის 2 გემისთვის 18-20 აგვისტოს ითხოვეს პორტში შეშვება, მაგრამ საპასუხოდ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათგან პორტში შესვლისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. რუსულმა მხარემ არ უპასუხა ესპანეთის მოთხოვნას. შესაბამისად, ესპანეთმა რუსულ გემებს სეუტაში შესვლის უფლება არ მისცა.

მოკავშირეებს არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ესპანეთის ხელისუფლება იმის გამო, რომ მადრიდი რუსეთის სამხედრო გემებს თავის პორტებში შესვლის უფლებას რეგულარულად აძლევს, მიუხედავად კრემლის მიმართ ევროკავშირის სანქციებისა. განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ბრიტანეთი, რომელიც შიშობს, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტს შეუძლია, სეუტაში პაუზა ახლომდებარე გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის დასაზვერად გამოიყენოს. ერთ–ერთი მოსაზრების თანახმად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები, რომლებსაც ესპანეთი იღებდა, სირიაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S