Accentnews.ge
"მინდა, მოვუწოდო ორსულ ქალბატონებს, რომ აუცილებელია მათი აცრა"

"მინდა, მოვუწოდო ორსულ ქალბატონებს, რომ აუცილებელია მათი აცრა"

20/08/2021 11:20:14 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ორსულებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს არის ფაიზერის შესაბამისი მარაგი ქვეყანაში, რომ, ისინი აიცრან და აუცილებელია. აცრა იცავს... თქვენ იცით, რომ ორსული მომატებული რისკია ყველა ინფექციური დაავადების და მათ შორის, კოვიდისისაც. მინდა მოვუწოდო ორსულ ქალბატონებს, რომ აუცილებელია მათი აცრა", – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 8 კოვიდ–ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S