Accentnews.ge
გაბუნია: "სამედიცინო პერსონალის 67% ვაქცინირებულია"

გაბუნია: "სამედიცინო პერსონალის 67% ვაქცინირებულია"

20/08/2021 11:05:46 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯამურად 67%-ია.

როგორც მანაღნიშნა, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჯერ–ჯერობით საკმარისი მაინც არ არის.

"სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯამურად 67%-ა, ეს უფრო მეტად ექიმების ხარჯზეა. ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჯერ იქ არ ვართ, რომ მოცული იყოს საკმარისი რაოდენობა",- განაცხადა გაბუნიამ.

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. დღიურად აცრილია 23 986 პირი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 743 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 393 პირი გამოჯანმრთელდა, 59 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 506 040 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 440 370 პირი გამოჯანმრთელდა, 6 649 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S