გაბუნია: "ვმუშაობთ, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს, სადაც კოვიდ–ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას"
20/08/2021 10:51:45 საზოგადოება
ორსულებისთვის ონლაინ კლინიკა შეიქმნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება, ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს თუ არ აქვს სიმპტომი, მნიშვნელობა არ აქვს, შევთავაზოთ კოვიდტესტირება. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეანგინეკოლოგებით, რომლებიც კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას. დღევანდელი ონლაინ კლინიკები ძირითდად დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმებით. ბუნებრივია ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულების კონსულტირება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ კიდევ მეტად სპეციალიზირებული კონსულტირება ჰქონდეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.


