Accentnews.ge
"რაიმე ოპტიმისტური პროგონოზის გაკეთება ნაადრევია, თუმცა მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება"

"რაიმე ოპტიმისტური პროგონოზის გაკეთება ნაადრევია, თუმცა მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება"

20/08/2021 09:26:55 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რაიმე ოპტიმისტური პროგონოზის გაკეთება ნაადრევია, თუმცა ეპიდვითარების მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება"

"ციფრები დღეს შედარებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგონოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება“, - აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების თემაზე საუბარი არ არის:

"მთავარია, ის რეკომენდაციები და რეგულაციები აღვასრულოთ, რომელიც უკვე დაწესებულია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S