Accentnews.ge
თბილისში, საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები შეიყვანეს

თბილისში, საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები შეიყვანეს

20/08/2021 09:01:45 საზოგადოება

თბილისში, დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 9 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საველე ჰოსპიტალი ძირითადად დროებითი დაყოვნებისთვის არის, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ, სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადამისამართება. ვფიქრობთ, ორ-სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, სადაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო პირობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S